საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. 🇪🇺 ევროპისკენ – ამ სლოგანით მიმდინარეობს ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით. წვევამდელებმა სამხედრო ფიცი თბილისსა და ქვეყნის ხუთ რეგიონში ერთდროულად დადეს. მოეწყო სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია. ბავშვთა კაპელამ შეასრულა სახელმწიფო ჰიმნი. წელს პირველად შესრულდა ევროკავშირის ჰიმნიც. მოეწყო საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც. თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმმართეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის, პარლამენტის წევრები, დედაქალაქის მერი, პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო. ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ამერიკის ელჩი.