საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“ – ამ სლოგანით, დღეს ქვეყნის მასშტაბით ღონისძიებები 18 ქალაქში მიმდინარეობს, სადაც სიმბოლურად ზუსტად 17:10 წუთზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. დედაქალაქში დღეს მთავარი ლოკაცია ტრადიციულად, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირია, სადაც სახალხო ზეიმისთვის განთავსებულია პავილიონები და დეკორაციები. გამოფენილია სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა. ბავშვებისთვის კი მოწყობილია გასართობ-შემეცნებითი სივრცეები. დღევანდელ ზეიმს გალა-კონცერტი დაასრულებს.
კესო ქაფიანიძე გვიერთდება ცენტრალური გამზირიდან პირდაპირ ეთერში.