სწორედ რუსეთის მიერ იგნორირებული საერთაშორისო ვალდებულებების გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მიერ დაყენებული ინიციატივის განხილვა დაიწყო.
ქართული დელეგაცია უკრაინელ კოლეგებთან ერთად რუსული დელაგაციისთვის უფლებამოსილების შეზღუდვას ითხოვს. ეს მას შემდეგ, რაც რუსეთს საპარლამენტო ასამბლეაში ყირიმის ანექსიის გამო ჩამორთმეული ხმის უფლება ცოტა ხნის წინ ისევ აღუდგინეს. მონიტორინგის კომიტეტის შემდეგ საკითხზე ხვალ უკრაინის ინიციატივით საპროცედურო კომიტეტში იმსჯელებენ. იმის მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ კომიტეტები, საკითხი საპარლამენტო ასამბლეის სესიაზეც გავა.
სტრასბურგიდან ნოდარ ჩაჩუა გვეტყვის, ექნება თუ არა ინიციატივას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მხარდაჭერა.