საქართველო და ისრაელი თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
საქართველო და ისრაელი თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროს, განსაკუთრებით კი სამხედრო განათლების, რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის მიმართულებებს ითვალისწინებს. სწორედ, ამ მიზნით, ლევან იზორიას თელ-ავივში ოფიციალური ვაზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების შესწავლის ინსტიტუტშიც იმყოფებოდა.
ასევე იგეგმება შეხვედრა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან, დაგეგმილია იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მუზეუმის მონახულება.