საქართველო-ჩეხეთის დაპირისპირებისთვის ემზადებიან ბათუმშიც.
ზღვისპირა ქალაქში საჯარო ჩვენება ორ ლოკაციაზე გაიმართება. წინა მატჩის მსგავსად, გულშემატკივრებს ამჯერადაც ბათუმის სტადიონსა და ანბანის კოშკის მიმდებარედ ელოდებიან.