საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი

თბილისში საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიების მიზანია, ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის საქმიანი კომუნიკაციის დამყარება, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის გაღრმავება.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები ქართულ და ჩეხურ კომპანიებს შორის.

ჩეხური მხრიდან წარმოდგენილი იქნება 21 კომპანია ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკის, სამედიცინო ტურიზმის და მანქანათმშენებლობის სექტორებიდან.