საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შეხვედრა
ერთობლივი ოქმის ხელმოწერით დასრულდა საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეოთხე შეხვედრა.
მხარეებმა ორი ქვეყნის ყველა პრიორიტეტულ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტსა და მიმართულებაზე იმსჯელეს.
კომისიამ განიხილა ეკონომიკური საკითხები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა და ამ მხრივ, ყველა ბარიერის მოხსნა, ასევე, სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობა.
კომისიის სხდომას ხელმძღვანელობდნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი.