საქართველო-ბელარუსი

ხვალ ქართველი ქომაგები საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს დისტანციურად უგულშემატკივრებენ.

„კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა მზარდი სტატისტიკის გამო საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო გუნდების მატჩი მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

„დინამო არენაზე“ შეხვედრა საღამოს რვა საათზე დაიწყება და მას პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მატჩის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალია, რადგან მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩება, რაც ისტორიული შანსია.

ლევან ღუდუშაური გვერთვება პირდაპირ ეთერში.