საქართველო ბაიდენის ინიცირებულ დემოკრატიის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველო ჯო ბაიდენის ინიციატივით დაგეგმილ დემოკრატიის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ღონისძიებაზე ქვეყანას პრეზიდენტი წარადგენს.
თავად ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს – საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერების შეხვედრისთვის ემზადება, რომელიც, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება.