ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს ორგანიზებით თბილისში საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
ღონისძიებაში 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა“ და „აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციას“ შორის.