ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც შეფასებები საქართველოზეცაა გაკეთებული. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია. თუმცა, მზარდი უნდობლობაა სასამართლო სექტორის მიმართ. ასევე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომელიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებითი წესით ხდებოდა. ასევე დოკუმენტში საუბარია რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით, საქართველოს დამოკიდებულებაზე. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ ამერიკისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.