საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღლონტი იკითხება

20 ივნისის ღამეს, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე, მასობრივი ძალადობის ორგანიზების მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პოლიტიკოსების გამოკითხვა გრძელდება.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლაზე უარი განაცხადეს. გამოძიების შეკითხვებს ისინი მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პასუხობენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი ირაკლი ღლონტი ამ წუთებში იკითხება.