საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისთვის ახალი შენობა გაიხსნა
საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისთვის ახალი შენობა გაიხსნა.
ღონისძიებას მოსამართლეები, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და საბჭოს მდივანი დაესწრნენ.
ახალ შენობაში 24 დარბაზია. ახალ შენობაში მოეწყო აპარატის 28 სამუშაო და 42 მოსამართლის ოთახი.
სამშენებლო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა სასამართლოს ეზოს კეთილმოწყობაც.
პროექტის განხორციელებისთვის ხუთ მილიონზე მეტი დაიხარჯა.