პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და წვრილმანი ხულიგნობისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებულთა ნაწილს ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ინგოროყვას ქუჩაზე, ე.წ. კონტრაქციის სამ მონაწილეს 1000 ლარის გახდა მოუწევს. საქალაქო სასამართლომ ამ ეტაპზე სულ შვიდი პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე იმსჯელა. მათგან ოთხი პირის საქმეზე სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევის მიზნით, 21 ივნისს გაგრძელდება. პროცესების მიმდინარეობისას სასამართლოში კონტრაქციის სხვა მონაწილეებიც მივიდნენ და თანამოაზრეების უდანაშაულობაზე მიუთითებდნენ. ისინი დღეს ისევ შეკრებას გეგმავენ და ლევან ვასაძის მიერ დაანონსებულ აქციას უერთდებიან.