საქალაქო სასამართლო თურქეთში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადაციის დასაშვებობაზე იმსჯელებს - რას აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი
თბილისის საქალაქო სასამართლო თურქეთში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადაციის დასაშვებობაზე იმსჯელებს. პროცესზე დაცვის მხარე აპირებს მტკიცებულებათა ერთობლიობა წარადგინოს, ადვოკატის თქმით, აღნიშნული მტკიცებულებები იძლევა საფუძველს, რომ თურქეთს უარი ეთქვას მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებასთან დაკავშირებით.
ვახტანგ კვიჟინაძის განცხადებით, ექსტრადაციის შემთხვევაში, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თურქეთში არასამართლიანი სასამართლო და პოლიტიკური დევნა ელოდება.
პროკურატურამ თურქეთში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობაზე სასამართლოს შუამდგომლობით გუშინ მიმართა. მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მას კავშირი აქვს ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან. ეს ორგანიზაცია კი თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევა.