თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებულების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე მსჯელობენ ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში. განხილვა რამდენიმე დარბაზში მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე განხილულია 14 საქმე. 14-ივე პირს 12-12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.