საპროტესტო აქციების ახალი ტალღა საფრანგეთში

18:03, 31.10.2026

პარიზში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა დაიწყო – საფრანგეთის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, დემონსტრანტებს ბასტილიიდან ნაციის მოედნამდე მსვლელობა აეკრძალათ. საპროტესტო აქცია პარიზის აღმოსავლეთ ნაწილში იმართება. დემონსტრანტები ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ. ხელისუფლება არეულობისა და ძალადობის საფრთხეზე საუბრობს.

როგორ ვითარდება მოვლენები საფრანგეთის დედაქალაქში – პარიზიდან პირდაპირ ეთერში ჩვენი ჟურნალისტი ლევან ახალაია გვერთვება, რომელიც მოვლენებს „მოამბის“ ოპერატორთან, ვახტანგ ლეკიაშვილთან ერთად აშუქებს.

მსგავსი