საპროტესტო აქციები

სტამბოლსა და ანკარაში პალესტინელების მხარდამჭერი ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, ისინი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ. მედიის ცნობით, სტამბოლში, სარაჩანის პარკში მომიტინგეებს აქვთ ბანერები წარწერით: „ბლინკენ, ხოცვა-ჟლეტის თანამონაწილევ, წადი თურქეთიდან“. ამასთან, პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა ვაშინგტონში, ნიუ იორკში, ლონდონში, ბერლინსა და პარიზში. ბერლინში დემონსტრაციაზე დაახლოებით 1 000 პოლიციელი მორიგეობს, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო შეტაკებები. პოლიციამ აკრძალა ნებისმიერი სახის საჯარო ან წერილობითი განცხადება, რომელიც არის ანტისემიტური ან ძალადობის მხარდამჭერი.