სომხეთის დედაქალაქში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეების ნაწილი დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ერევნის რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დაკავებას ითხოვდნენ. დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი, როლებიც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
საპროტესტო აქციები ერევანში დღეს დილიდან მიმდინარეობს. საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი იყო რამდენიმე ქუჩასა და გამზირზე. მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ გზატკეცილებზე მოძრაობა აღდგენილია. ამასთან, სომხურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დემონსტრანტები სომხეთის საკანონმდებლო ორგანოსთან აპირებენ მისვლას.
სომხეთის უშიშროების სამსახურში კი გაავრცელეს განცხადება, რომ იგეგმება პროვოკაცია და არსებობს დემონსტრანტების მიერ ეროვნული კრების შენობის შტურმით დაკავების საფრთხე. უშიშროების სამსახური აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პასუხს აგებენ.