საპროტესტო აქციები საფრანგეთში – „მოამბე“ პარიზიდან
საფრანგეთი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია — ქვეყანაში აქციების ახალი ტალღაა დაანონსებული, უპრეცედენტოდაა გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები. ხელისუფლება არეულობის, ძალადობისა და ძარცვის მაღალ რისკზე საუბრობს. დედაქალაქში იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, რამდენიმე რაიონში კი კომენდანტის საათი მოქმედებს. საფრანგეთის ხელისუფლება შიშობს, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეებმა, შესაძლოა, ჰელოუინის კოსტიუმები და ნიღბები ვინაობის დასამალად და ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის მისაღებად გამოიყენონ. შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციების მონაწილეები გააფრთხილა, რომ ასეთ შემთხვევაში მათ, შესაძლოა, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 15 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისროთ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც. საფრანგეთის დედაქალაქშია „მოამბის“ გადამღები ჯგუფი, აქციებს ლევან ახალაია და ვახო ლეკიაშვილი აშუქებენ — რა ვითარებაა ახლა პარიზში.