საპროტესტო აქციები პარიზში
პარიზში საპროტესტო აქციები განახლდა. პარიზული მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან იწყება. რესპუბლიკის მოედანსა და ერის მოედანს შორის დემონსტრაცია ნებადართულია. პარალელურად, პარიზში, კონკორდის მოედანზე, „ყვითელი ჟილეტების“ საკოორდინაციო ჯგუფის მოწოდებით, საპროტესტო აქცია მჯდომარე ფორმით მიმდინარეობს. აღნიშნული შეკრება პრეფექტურის მიერ ნებადართული არ ყოფილა. პროფკავშირების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის მიერ ორგანიზებული ეროვნული მობილიზაციის ზედიზედ მეოთხე შაბათს, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 70 ათასი პოლიციელი და ჟანდარმია მობილიზებული.
მარსელში, ლიონში და ლილში საპროტესტო აქციების გამართვაზე ნებართვა გაცემულია, თუმცა, რენში პრეფექტურამ დემონსტრაცია აკრძალა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ არის ძალადობის მოწოდებები – შიდა უსაფრთხოების ძალების, საჯარო შენობებისა და ბიზნესის წინააღმდეგ.