ვნებათაღელვის და პროტესტის პარალელურად, რეზონანსული კინოპრემიერა შეფასებების თემაა პარლამენტში.
მმართველი გუნდის ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ მთავარია ყველა მხარის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. დილიდან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კანონის ფარგლებში ყველა მხარის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობდნენ და ამ კონტექსტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებულ პრევენციულ ზომებს და განცხადებას დადებითად აფასებდნენ. თუმცა ცალკეული ჯგუფების მხრიდან ფილმის ჩვენების ჩაშლის მუქარაზე პასუხისმგებლობას სწორედ ხელისუფლებას აკისრებენ ოპონენტები, რომლებიც მმართველ პარტიას მითითებული ჯგუფების მფარველობაში ადანაშაულებენ.