არეულობაა ინდონეზიაში.
საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოქალაქეების მასშტაბური საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა.
ჯაკარტაში მომხდარ დაპირისპირებას უსისხლოდ არ ჩაუვლია. არის მსხვერპლი. დემონსტრანტები უსაფრთხოების ძალებს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ, პროვოკაციებზე საუბრობს მთავრობაც, რომელიც მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენებას უარყოფს.
ქვეყანაში ვნებათაღელვა არ ცხრება.