საპროტესტო აქციები გერმანიაში

21:12, 31.10.2026

საპროტესტო აქციები იმართება გერმანიაშიც, სადაც ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრაციები ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულმა მოძრაობამ გამართა და მათ ათასობით აქტივისტი შეუერთდა. მედიის ცნობით, დემონსტრაციები ქვეყნის 34 ქალაქში, მათ შორის ბერლინში, ჰამბურგში, ფრანკფურტსა და მიუნხენში გაიმართა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეწინააღმდეგებიან და განათლების სისტემაში უფრო მეტ ინვესტიციას ითხოვენ. მედიის ცნობით, ჰამბურგში აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ამასთან, ქალაქ შტუტგარტში პოლიციამ ახალგაზრდების საპროტესტო მსვლელობა შეაჩერა, რადგან ისინი სახეებს იფარავდნენ.

მსგავსი