საპროტესტო აქციები ევროპის დედაქალაქებში

21:35, 17.10.2026

ბელგია, იტალია, ალბანეთი, საფრანგეთის პარალელურად, აქციები იმართება ევროპის რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქში. მოსწავლეებისა და სტუდენტების მოთხოვნა ყველგან ერთია – გაუმჯობესდეს სკოლებსა და უნივერსიტეტებში არსებული პირობები. ფართომასშტაბიანი აქციები ამ წუთებშიც მიმდინარეობს საფრანგეთში, მედიის ცნობით, დიდ ქალაქებში სტუდენტებს ყვითელჟილეტიანების მოძრაობა, ულტრამემარცხენე ჯგუფები და ტაქსის მძღოლებიც შეუერთდნენ. მონაწილეთა აგრესიულ ქმედებებს სამართალდამცველები ცრემლსადენი გაზით დაუპირისპირდნენ. ძალადობრივი სახე მიიღო პროტესტმა ტირანაშიც, პოლიციამ წესრიგის აღდგენა რეზინის ტყვიების გამოყენებით სცადა,  დაკავებულია 500-მდე დემონსტრანტი.

მსგავსი