სომხეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ყავს.
თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგისიანი საკანონმდებლო ორგანომ 76 ხმით დაამტკიცა. ერევანში კი პროტესტი გრძელდება. ქვეყნის დედაქალაქში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციებზე დაკავებულთა რიცხვი უკვე 80-მდე გაიზარდა. პროტესტის ორგანიზატორი ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ მოსახლეობას პრემიერის თანამდებობაზე სარგისიანის ხილვა არ სურს.
ერევანში არსებულ ვითარებაზე ბოლო ინფორმაციას ნოდარ ჩაჩუა მოგვაწვდის.