საპროტესტო აქციები ბელარუსში - გამოხმაურებები

ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება. გამოსვლების მეცხრე დღეს დემონსტრანტები დროებითი დაკავების იზოლატორთან  შეიკრიბნენ. მშვიდობიანი მსვლელობა დამოუკიდებლობის მოედნიდან დაიწყო და გვიან ღამით, იზოლატორთან დასრულდა. სხვადასხვა ცნობებით, მიტინგს 5000 ადამიანი ესწრებოდა. ბელარუსში აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს, რომლის თანახმადაც, გამარჯვება კვლავ ლუკაშენკომ მოიპოვა.