ხელები შორს რობერტ მიულერისგან – ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ქალაქები საპროტესტო აქციებმა მოიცვა.
სპეციალური პროკურორის დასაცავად ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მოსახლეობა გენრალური პროკურორის თანამდებობაზე მეტ უითაკერის დანიშვნითაა უკმაყოფილო. საუბარია ადამიანზე, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის მომხრე იყო. უკვე დღეს უითაკერი ამ საქმის მთავარი გამომძიებლის, რობერტ მიულერის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილებას ფლობს.