ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე დაშავებულებიდან კლინიკაში ერთი პაციენტი რჩება. დანარჩენები კი პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ საავადმყოფოებიდან გაწერეს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, პაციენტებს დაზიანებები თვალისა და ფეხის არეში აღენიშნებოდათ. მათივე თქმით, აქციაზე ღამით ცხრა ადამიანი დაშავდა და პაციენტებს თვალისა და ფეხის ტრავმები აღენიშნებოდათ.