საპროტესტო აქციაზე დაკავებულების საქმე

საპროტესტო აქციაზე დაკავებული ბესო გაზდელიანი, დავით ტყებუჩავა და ირაკლი კვარაცხელია გორის პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. დაკავებულებთან ამ წუთებში ადვოკატი იმყოფება. ლიკა ტურაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს დაკავებისას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და ბრალდება უსაფუძვლოა.

ირაკლი კვარაცხელიას, დავით ტყებუჩავასა და ბესო გაზდელიანს საგამოძიებო უწყება ხულიგნობას და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავება.