ზუგდიდში 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის შესასვლელთან, ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების ასლები მიიტანეს.
მათი თქმით, 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა და საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა პასუხი უნდა აგოს. აქციის მონაწილეთა ნაწილი, საოლქოს შენობაში შესვლას შეეცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს. ახალგაზრდების აქციას შეუერთდა „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.
აქციის მონაწილეებმა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ საარჩევნო ოქმები დატოვეს.