საპროტესტო აქცია სოფელ ძევრში

საპროტესტო აქცია გამართა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის მოსახლეობამ. ადგილობრივები გზის საფარის დაგებას და წყალგაყვანილობის სიტემის მოწესრიგებას მოითხოვენ. მათი განცხადებით,  წყლის სისტემა ნაწილობრივ გაკეთებულია, თუმცა ონკანში ტალახიანი წყალი მოდის. მათივე თქმით, გზა იმდენად არის დაზიანებული, რომ გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია.

სოფლის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო იმერეთის გუბერნატორი. შავლეგო ტაბატაძის განცხადებით, სამუშაოები თვის ბოლომდე დაიწყება და საკითხს გუბერნატორი პირად კონტროლზე აიყვანს.