საპროტესტო აქცია სოფელ​ წანაშში

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ამ წუთებში ქვემო სვანეთში. სოფელ წანაშში ხუთი მიმდებარე სოფლის მცხოვრებლები „ხელედულა-3 ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები მოითხოვენ, ჰესი არ აშენდეს, ვინაიდან ისინი ეჭვობენ, რომ ჰესი სოფლებს პრობლემებს შეუქმნის.

მოქალაქეების თქმით, საუბარია მეწყერ და ზვავსაშიშროებაზე. ადგილობრივების აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ წარმომადგენლები შეუერთდნენ.