ამ წუთებში კახეთში, სასტუმრო ყვარლის ტბასთან, პოლიციაა მობილიზებული. კახეთში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საპროტესტო აქცია დააანონსეს. ადგილზე უკვე იმყოფება ოპოზიციური პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობით, სასტუმროში რუსეთიდან ჩამოსული სანქცირებული პირები იმყოფებიან და წვეულების გამართვა იგეგმება. ასევე, არსებული ცნობით, სასტუმრო სხვა სტუმრებისთვის დაკეტილია.
გვიან ღამით საპასუხო განცხადება გაავრცელა სასტუმროს ადმინისტრაციამ და გავრცელებულ ცნობას დეზინფორმაცია უწოდა. „ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა“, – წერია განცხადებაში.