საპროტესტო აქცია სასტუმრო „ბილტმორთან“

სასტუმრო „ბილტმორთან“, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციას ესწრებოდა, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ პრეზიდენტს სიმბოლურად კონსტიტუცია მოუტანეს, რათა კიდევ ერთხელ შეახსენონ უფლებები და მოვალეობები. მათი განცხადებით, პრეზიდენტი ერთი წლის განმავლობაში ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებითა და ქმედებებით არის დაკავებული.