სამუდამო პატიმრობა მიხეილ სააკაშვილს – ამ მოთხოვნით რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებულები, პატიმრობისას გარდაცვლილთა და ნაწამებთა ოჯახის წევრები და ყოფილი პოლიტპატიმრები შეიკრიბნენ. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა, ფაშიზმის მსგავსად, „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა იყო. შეკრებილებმა ხელისუფლებასაც მიმართეს და სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში, მასშტაბური აქციები დააანონსეს.