რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გაიმართა. ადგილზე შეკრებილები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულები და მათი ოჯახის წევრები. დაზარალებულების განცხადებით, აქციის მიზანია საზოგადოებისთვის ყოფილი ხელისუფლების რეჟიმის მოქმედებების შეხსენება.