საპროტესტო აქცია ქვემო ფონიჭალაში.
რუსთავის გზატკეცილთან მცხოვრებლები გზის მშენებლობას აპროტესტებენ, რის გამოც მძიმე ტექნიკას საავტომობილო გზა გადაუკეტეს. მათი თქმით, ბინები ავარიულ მდგომარეობაშია და მშენებლობა საცხოვრებელ სახლებს საფრთხეს უქმნის.