ქუთაისში, მერიის შენობის წინ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეიბს.
აქციის მონაწილეები იმ პროექტს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც სოფელში ნაგავსაყრელი უნდა აშენდეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ ნაგავსაყრელისთვის მოძებნოს ალტერნატიული ფართი, რადგან მათი თქმით სიცრუეა რომ ის ეკოლოგიურ საფრთხეს არ წარმოადგენს.
მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია აქვს და ადგილზე უსაფრთხოების ნორმები გათვალისწინებული იქნება. მათი თქმით, ადგილი საერთაშორისო ექსპერტებმა შეარჩიეს.