ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს დაბრუნების მოთხოვნით, ცენტრალურ ბულვარში აქცია გამართა საზოგადოებრივმა მოძრაობამ „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას რეგიონული პოლიტიკის გადახედვას და ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის დაბრუნებას მოითხოვდნენ . აქციას მხატვრები და საზოგადოების სხვა ცნობილი სახეები შეუერთდნენ.