ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროს დაბინძურებას, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აპროტესტებენ. ჯაჭვის ხიდთან შეკრებილები ამბობენ, რომ ქალაქის ისტორიული ნაწილი, რომელიც ტურისტებისთვის ერთგვარ სანახაობას უნდა წარმოადგენდეს, კრიტიკას ვერ უძლებს. ისინი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. ჯერჯერობით, ქუთაისის მერიას აქციის მონაწილებისთვის არ უპასუხია.