სამასამდე ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდა. სოციალურად დაუცველი მოქალაქეები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების მიზეზი მათთვის უცნობია, შემწეობის შეწყვეტის შესახებ კი ისინი არავის გაუფრთხილებია. მოქალაქეები ჯერ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეიკრიბნენ და განმარტება მოითხოვეს, რის შემდეგაც ქალაქის მერიასთან გადაინაცვლეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის მიმსახურების ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ჭიღლაძის განმარტებით, მოქალაქეებს დახმარებები დროებით შეუჩერდათ. მიზეზი გეგმიური შემოწმებაა. ნინო ჭიღლაძის თქმით, შემოწმების შემდეგ შესაბამისი ქულების მქონე მოქალაქეები დახმარებას ისევ მიიღებენ.