მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ პრეზიდენტის სასახლესთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეებმა სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება გააპროტესტეს და პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდეს. მოძრაობის ლიდერის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, პრეზიდენტს მშვიდად საქმიანობის საშუალებას არ მისცემენ და პერმანენტულ პროტესტს გააგრძელებენ.