საპროტესტო აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. რა რეჟიმში და გეგმით გაგრძელდება პროტესტი – სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კონკრეტულ გეგმაზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ პროტესტი სადავო კანონპროექტის უკან გაწვევამდე არ შეწყდება. მათი პოზიციაა, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა მესამე სექტორის საქმიანობას შეუზღუდავს და, რუსეთში მოქმედი რეგულაციების მსგავსად, მის განადგურებას გამოიწვევს. იმ არგუმენტით, რომ სამოქალაქო სექტორი ამერიკასა და ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ფინანსდებიან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ინიციატივას ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ.
შალვა სუმბაძემ მოისმინა აქციის მსვლელობისას გაკეთებული განცხადებები.