საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.
რუსთაველის გამზირი მოვლენების ეპიცენტრია. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის უკან გაწვევის მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსთან ამ წუთებშიც ისმის. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე აქციის შემდეგ დემონსტრაცია პარლამენტთან ისევ განახლდა. საპროტესტო გამოსვლას მსვლელობით შეუერთდნენ სტუდენტები. რამდენიმე უნივერსიტეტში გაფიცულია სტუდენტების და ლექტორების ნაწილი. საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერებიც. ადგილზე მყოფები „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში შესაძლო გარკვეული ცვლილებების შეტანას არ ეთანხმებიან და ინიციატივის უპირობოდ უკან გაწვევას მოითხოვენ. გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია. დაწყებულია სიტყვით გამოსვლები. ტრიბუნასთან პოლიტიკოსები არც ამჯერად ჩანან.