საპროტესტო აქცია პარლამენტთან

სადავო კანონის პროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გრძელდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე.

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები რჩებიან. მოთხოვნა უცვლელია – „ქართულმა ოცნებამ“ გაიწვიოს სადავო კანონის პროექტი, როგორც ეს შარშან მოხდა.