საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.
„ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებულ სადავო კანონპროექტს ისევ ორი ორგანიზაცია აპროტესტებს. „დაფიონის“ და „ჯიუტის“ მიერ ორგანიზებული გამოსვლების მონაწილეები ინიციატივის უკან გაწვევას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი ბოლო რამდენიმე დღეა, პერმანენტულად იკრიბებიან და ფეხით მსვლელობებს აწყობენ. ჟღერდება სხვა მოთხოვნებიც.