საპროტესტო აქცია პარლამენტთან

პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე, ოპოზიცია მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი ოპოზიციური პარტიები სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ. სხვა შემთხვევაში საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით იმუქრება. შეკრებაზე ისმის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნაც. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის სპიკერთან ერთად, თანამდებობების დატოვებისკენ შინაგან საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის ხელმძღვანელსაც მოუწოდებს.

ცალკე აქციას მართავდა მოძრაობა „დაიცავი საქართველო“, რომლის რამდენიმე წევრი ცოტა ხნის წინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.