თბილისში უკრაინის მხარდასაჭერად გამოსვლები გრძელდება.
შეკრების ადგილი ისევ რუსთაველის გამზირია. აქციაზე შეკრებილები უმძიმეს სიტუაციაში მყოფ უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას და თანადგომას უცხადებენ. ისმის პოლიტიკური მოთხოვნები. სანქციებთან დაკავშირებული განცხადებების გამო პარლამენტის წინ შეკრებილები პრემიერის და მთელი მთავრობის გადადგომას, უკრაინის დასახმარებლად კონკრეტული გეგმის შემუშავებას და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დაუყოვნებლივ გაკეთებას მოითხოვენ. მოქალაქეებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც.
საავტომობილო გზა გადაკეტილია.