საპროტესტო აქცია პარლამენტთან

მინისტრობის კანდიდატების მოსმენის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ვითარება ორჯერ კარვის გაშლის გამო დაიძაბა, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, რვა პირი დააკავეს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ შესთავაზეს ალტერნატიული ადგილი კარვის გასაშლელად, თუმცა, ეს შეთავაზება აქციის მონაწილეებმა არ მიიღეს. აქციას დილიდან მოძრაობა „საქართველოსთვის“ და „სირცხვილიას“ წევრები მართავდნენ.

მოამბე